ამ ბლოგ-პოსტში მოგიყვებით სხვადასხვა კანის ტიპების შესახებ, ასევე იმას, თუ რა სახის პროდუქტებით უნდა შევადგინოთ ჩვენი ყოველდღიური რუტინა კანის ტიპის მიხედვით.
როგორ ფიქრობთ რამდენი კანის ტიპი შეიძლება არსებობდეს?
ბევრი დაკვირვებისა და სანდო წყაროებზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია გითხრათ, რომ არსებობს 6 კანის ტიპი:
• დაბალანსებული/ნორმალური
• მშრალი
• ცხიმიანი
• კომბინირებული
• მგრძნობიარე
• დაბერებული/დაბერებისკენ მიდრეკილი
ადამიანების უმეტესობამ უნდა გამოიყენოს გამწმენდი, ტონერი და დამატენიანებელი კრემი დღისით SPF- ით და ღამით უფრო მდიდარი შემცველობით(სასურველია მკვებავი კრემი). ზოგიერთს სჭირდება დღის რუტინაში დაამატოს შრატი და ანტიოქსიდანტები, ხოლო ღამის რუტინაში რეტინოლი. ყველა ექსპერტს აქვს განსხვავებული ვარიანტები კანის ტიპისა და რუტინის თაობაზე. ჩვენ შემოგთავაზებთ მაქსიმალურად ეფექტურ და შეძლებისდაგვარად ნაკლებ დანახარჯიან ვარიანტებს. მიგვაჩნია, რომ არაა აუცილებელი მოიხმარო ძალიან ბევრი პროდუქტი რუტინაში.
დაბალანსებული/ნორმალური
პროდუქტის შეფუთვაზე შეიძლება იპოვოთ სიტყვა “ნორმალური”, როგორც კანის ტიპის კლასიფიკატორი, მაგრამ სინამდვილეში არავის აქვს სრულყოფილად ნორმალური კანი. ამასთან, თუ თქვენი კანი არ არის განსაკუთრებით ცხიმიანი ან მშრალი, და თუ დაბერების ნიშნები, აკნე და მგრძნობელობა არ გაწუხებთ, მაშინ თქვენ გაქვთ ის, რასაც დაბალანსებულ/ნორმალურ კანის ტიპად მივიჩნევთ.

დაბალანსებული/ნორმალური კანის რუტინა:
გამწმენდი (დილა / ღამე): შეარჩიეთ უსულფატო მსუბუქი გამწმენდი. მაგალითად, Fresh Soy Face Cleanser ძალიან კარგი საშუალებაა ნორმალური ტიპის კანისთვის, ის ხელს შეუწყობს თქვენს კანს დაგიცვათ ლაქებისგან.
ტონერი (დილა / ღამე): მოერიდეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ალკოჰოლი და ეთანოლი( SD alcohol 40, denatured alcohol, ethanol, and isopropyl alcohol). ეს ინგრედიენტები ძალიან ხშირად გვხვდება ტონერებში და მათი თავიდან აცილება აუცილებელია. სცადეთ გამოიყენოთ სამკურნალო ესენციები, მაგალითად როგორიცაა Benton – Snail Bee High Content Essence.
დამატენიანებელი SPF- ით (დილა): სახის დატენიანებისას არ დაგავიწყდეთ ანალოგიურად დაიტენიანოთ ყელიც. გამოიყენეთ მზისგან დამცავი SPF მინიმუმ 30. ეცადეთ ეძებოთ ისეთი დამატენიანებელი, რომელიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა დიმეთიკონი(dimethicone), პანთენოლი( panthenol) და ნატრიუმის ჰიალურონატი/ჰიალურონის მჟავა (sodium hyaluronate/hyaluronic acid).
ანტიოქსიდანტური შრატი (ღამე): შეარჩიეთ ისეთი ანტიოქსიდანტური შრატი, რომელსაც ექნება გამაღიავებელი ინგრედიენტები, როგორიცაა C ვიტამინი და წყალმცენარეების ექსტრაქტი, ასევე ბუნებრივი გზით გამაცოცხლებელი ინგრედიენტები, როგორიცაა როზმარინი და პიტნა. ძალიან კარგია Caudalie Reveratrol ლიფტინგის გამამკვრივებელი შრატი ან კორეული ბრენდებიდან Missha Vita C შრატი.
დამატენიანებელი (ღამე): ღამით შეგიძლიათ მიიღოთ უფრო მსუყე დამატენიანებელი, რომელიც გამოკვებავს კანს თქვენი ძილის დროს.
თუ გინდათ, რომ თქვენი ნორმალური ტიპის კანი ისევ ნორმალური დარჩეს, კვირაში რამდენჯერმე(1-2-ჯერ) ჩართეთ რუტინაში გლიკოლის მჟავის შემცველი პროდუქტი.
მშრალი
მშრალი კანისთვის საუკეთესო საშუალებაა კანის მოვლის ის პროდუქტები, რომლებიც კანს ატენიანებს. მშრალ კანს აქვს დაზიანებული ტენიანობის ბარიერი, კანს აქვს უხილავი ბზარები და ის საშუალებას აძლევს ტენიანობას გაექცეს და გამღიზიანებლები უფრო ადვილად მოხვდნენ კანზე.

მშრალი კანის რუტინა:
გამწმენდი ლოსიონი (დილა / ღამე): მშრალი კანის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ქაფოვანი ან ზეთოვანი დასაბანი საშუალებები. გამოიყენეთ მხოლოდ ძალიან ნაზი რძის ან/და გელ გამწმენდი. სცადეთ კლარინსის საწმენდი რძე ალპური ბალახებით.
ტონერი (დილა / ღამე): შეარჩიეთ სპეციალურად მშრალი კანისთვის განკუთვნილი ტონერი, რათა თქვენი კანის pH დონის დაბალანსება, ტენიანობის აღდგენა და გარემოს სტრესისგან დაცვა მოახერხოთ.
ანტიოქსიდანტური შრატი (დილა): გირჩევთ გამოიყენოთ ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტური შრატი (მოძებნეთ E, A და C ვიტამინები) დღის განმავლობაში, კოლაგენის დაშლის თავიდან ასაცილებლად – უბრალოდ არ დაგავიწყდეთ შეარჩიოთ ისეთი შრატი, რომელიც შეიცავს spf-ს.
დამატენიანებელი SPF- ით (დილა): დამატენიანებელი SPF- ით არის თქვენი კანის რუტინის დასკვნითი ეტაპი. სცადეთ Josie Maran Argan Daily Moisturizer SPF 47, რომელიც შეიცავს დამატენიანებელ ინგრედიენტებს, რაც ხელს უწყობს თქვენს კანს შეინარჩუნოს ტენიანობა და ამასთან გიცავთ UVA / UVB სხივებისგან.
რეტინოლის შრატი (ღამე): სასურველია რეტინოლის შრატის ჩართვა თქვენს რუტინაში კვირაში ხუთი ღამე. შრატებს აქვთ უფრო მცირე მოლეკულები და უკეთ შეუძლიათ შეაღწიონ კანში. მშრალი კანისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რეტინოლის შრატი Peter Thomas Roth Retinol Fusion PM.
თვალის კრემი (ღამე): შეარჩიეთ თვალის კრემი ფერმენტებით ან პეპტიდებით, რადგან ისინი კარგია კოლაგენის აქტივობის გასაზრდელად. სცადეთ Benton -ის ფერმენტაციის ან Youth to the People Superfood პეპტიდური თვალის კრემი.
დამატენიანებელი საშუალება (ღამე): ღამით გამოიყენეთ რაც შეიძლება მსუყე მკვებავი ან დამატენიანებელი.
თუ თქვენი კანი მშრალია, ეს ნიშნავს, რომ თქვენს კანზე გროვდება მკვდარი კანის უჯრედები – თუ ეცდებით რომ დაატენიანოთ მკვდარი კანი – გეტყვით რომ ეს შედეგს არ მოგცემთ. მშრალ კანს უხილავი ბზარები აქვს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძლიერი სკრაბები მკვეთრი ზედაპირით. ქიმიური ამქერცლავები უკეთესად აშორებენ კანის მკვდარ უჯრედებს(კანის გახეხვის გარეშე). სცადეთ AmorePacific სამკურნალო ფერმენტის პილინგი.
ცხიმიანი
ცხიმიან კანს აქვს დიდი ზეთოვანი ჯირკვლები და მაღალი ცხიმის შემცველობა. ეს გენეტიკურია. ამ შემთხვევაში თქვენი მიზანია შეამციროთ ცხიმოვანი აქტივობა თქვენი კანის უჯრედების მსუბუქად დატენიანებით. ცხიმიანი კანისთვის კანის მოვლის რუტინა შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ აკონტროლონ ზედმეტი ცხიმის გამომუშავება.

ცხიმიანი კანის რუტინა:
გამწმენდი გელი (დილა / ღამე): ცხიმიანი კანის შემთხვევაში, ზეთი ბაქტერიას წარმოშობს, ბაქტერიები კი გამონაყარს იწვევს. დაიბანეთ კანი დღეში სამჯერ, თუ ეს შესაძლებელია. რაც უფრო მეტი ზეთია, მით მეტია ლაქების წარმოშობის საფუძველი. გირჩევთ გამოიყენოთ გელის ან ქაფის საწმენდი საშუალება, რომელიც არ შეიცავს სულფატებს. არ დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა ბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმიან კანს უფრო მეტჯერ სჭირდება გაწმენდა, მისი დატენიანებაც აუცილებელია. ამიტომ იყავით ძალიან ფრთხილად, რათა ბევრი გამწმენდი საშუალებების გამოყენებით კანი არ გამოგიშრეთ.
ტონერი (დილა / ღამე): მოძებნეთ უალკოჰოლო ტონიკი, რომელსაც აქვს ინგრედიენტები, როგორიცაა sodium PCA (დამატენიანებელი საშუალება კანზე ტენიანობის შესანარჩუნებლად), geranium (ეთერზეთი კარგი ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად) და ბუნებრივი შემკვრელი ალკოჰოლის საშრობი ეფექტის გარეშე.
AHA / BHA შრატი (დილა): ნებისმიერი შრატი ალფა-ჰიდროქსი მჟავებით ან ბეტა-ჰიდროქსი მჟავებით ხელს შეუწყობს შეამციროს მსხვილი ფორების წარმოქმნა, ასევე აფერმკთალებს და აუფერულებს ლაქებს. თუ გამონაყარისადმი მიდრეკილება გაქვთ, მოძებნეთ ინგრედიენტები, როგორიცაა სალიცილის მჟავა და ჩაის ხის ზეთი, რომ კანი სუფთა იყოს. სცადეთ Ren Radiance Perfection Serum ან Some by mi AHA-BHA-PHA 30Days Miracle Serum.
უცხიმო დამატენიანებელი (დილა / ღამე): არ იფიქროთ, რომ რადგან ცხიმიანი კანი გაქვთ თქვენი კანი აღარ საჭიროებს დატენიანებას. პირიქით ეს აუცილებელია. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ დამატენიანებელი თქვენს რუტინაში. დაიმახსოვრეთ: თქვენი კანი შეიძლება უფრო ცხიმიანი გახდეს, როდესაც ის დეჰიდრატირებულია. ამის გათვალისწინებით, შეარჩიეთ მსუბუქი, უცხიმო დამატენიანებელი ნატრიუმის PCA და გლიცერინის შემცველობით – ეს არის დამატენიანებელი საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კანს ტენიანობის შენარჩუნებაში. სცადეთ Cosrx Natural BHA Skin Returning Emulsion ან Boscia Cactus Water Moisturizer ან Belif True Cream Aqua Bomb.
თუთიის ოქსიდის მზისგან დამცავი კრემი (დილა): ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონები ნაკლებად იყენებენ მზისგან დამცავ კრემს, რადგან ვერ პოულობენ თავიანთი კანის შესაბამისს. აუცილებლად ეძებეთ თუთიის ოქსიდის მზისგან დამცავი საშუალებები, რადგან ისინი თქვენს კანს უფრო მქრქალ(matte) ელფერს შესძენს. გარდა ამისა, ეს არის ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალება და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიდრეკილია აკნესკენ. სცადეთ First Aid Beauty Weightless Liquid Mineral SPF 30. თუ ვერ პოულობთ SPF- ს, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია, სცადეთ მინერალური ფხვნილი, როგორიცაა Colorscience Sunforgettable Total Protection Brush-On Shield SPF 50.
რეტინოლის შრატი (ღამე): რეტინოლი კარგია ცხიმიანი კანისთვის, რადგან ის ხელს უწყობს თქვენი ფორები უფრო შეუმჩნევლად გამოიყურებოდეს. სცადეთ Verso Super სახის შრატი.
შეგიძლიათ კვირაში ერთხელ გაიკეთოთ ნაზი თიხის ნიღაბი. დარწმუნდით, რომ თქვენი თიხის ნიღაბი გამშრალამდე ძალიან არ გაშრება – თუ გაღიმებისას ნიღაბი ბევრგან სკდება ე.ი. თქვენ ძალიან დიდხანს დაიტოვეთ ნიღაბი – ამან შეიძლება თქვენი კანის დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
კომბინირებული
კანის მოვლის საშუალებები კომბინირებული კანისთვის შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომელიც მკურნალობს კანის ფართო სპექტრს. კომბინირებული კანის კონცეფცია არის ის, რომ ზოგან ცხიმიანია და ზოგან მშრალი. თქვენ სულაც არ გჭირდებათ ორი განსხვავებული რუტინის გამოყენება, მაგრამ აუცილებლად უნდა იპოვოთ რაღაც შუალედური.

კომბინირებული კანის რუტინა:
გამწმენდი გელი (დილა / ღამე): დაიწყეთ გამწმენდი გელით, როგორიცაა Mario Badescu Enzyme Cleansing Gel. თუ თქვენი კანი ძალიან გაშრება, შეგიძლიათ გადახვიდეთ გამწმენდ ლოსიონზე, როგორიცაა მაგალითად OSEA Ocean Cleansing Milk.
ტონერი (დილა / ღამე): სცადეთ უბრალო დამაბალანსებელი ტონერი, როგორიცაა Thayer’s Witch Hazel Rose Petal Facial Toner.
AHA / BHA შრატი (დილა): AHA და BHA ამცირებს ფორებს და ანათებს კანს. თუ აკნესკენ მიდრეკილი ხართ, მოძებნეთ ინგრედიენტები, როგორიცაა სალიცილის მჟავა და ჩაის ხის ზეთი, რომ კანი სუფთა იყოს. Caudalie Vinopure ბუნებრივი სალიცილის მჟავას ფორების შემამცირებელი შრატი მშვენიერია.
მსუბუქი დამატენიანებელი (დილა / ღამე): გამოიყენეთ მსუბუქი დამატენიანებელი, მაგრამ არა უცხიმო. სცადეთ Fresh Peony Brightening Moisture Face Cream აბრეშუმისებრი ტექსტურისა და ჰიალურონის მჟავის დოზისთვის.
თუთიის ოქსიდის მზისგან დამცავი კრემი (დილა): ისევე, როგორც ცხიმიანი კანის შემთხვევაში, თუთიის ოქსიდის მზისგან დამცავი საშუალებები შესანიშნავია კომბინირებული კანისთვის, მქრქალი(matte) დაბოლოებით. სცადეთ Drunk Elephant Umbra Sheer Physical Defense SPF 30.
რეტინოლის შრატი (ღამე): რეტინოლის შრატი თითქმის ყველა სახის მეგობარია და გამონაკლისი არც კომბინირებული კანია. The Ordinary Granactive Retinoid 5% in Squalane არის ძალიან ხელმისაწვდომი, მაგრამ ძლიერი. თქვენ გაიღვიძებთ პრაქტიკულად ახალი კანით.
რადგან კომბინირებული კანი მხოლოდ T ზონის გარშემოა ცხიმიანი, თიხის ნიღბის გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ ამ ადგილს.
სახის ზეთებს შეუძლიათ საოცრება მოახდინონ კომბინირებული კანისთვის – გამოიყენეთ ისინი ღამის საათებში.
მგრძნობიარე
მგრძნობიარე კანისთვის კანის მოვლის რუტინა აუცილებელია არ იყოს კანისთვის გამაღიზიანებელი. ბევრი ფიქრობს, რომ მგრძნობიარე კანი არის გამონაყარისკენ მიდრეკილი, ზოგიერთი ექსპერტის აზრით მგრძნობიარეა კანი, რომელიც ადვილად წითლდება და ადვილად ღიზიანდება. ეს უფრო დელიკატური და სენსიტიური კანია, რომლის მოვლის დროსაც დაუშვებელია აგრესიული/გამაღიზიანებელი მოქმედებები.

მგრძნობიარე კანის რუტინა:
გამწმენდი ლოსიონი (დილა / ღამე): ნაზი, სულფატიანი გამწმენდი ლოსიონი, როგორიცაა Peet Rivko ნაზი კანის გამწმენდი გაგითავისუფლებთ მაკიაჟს და ყოველგვარ მინარევებს თქვენი კანის ბუნებრივი ბარიერის დარღვევის გარეშე. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ fresh Soy Makeup Removing Face Wash.
უალკოჰოლო ტონერი (დილა / ღამე): ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა თეთრი ჩაის ექსტრაქტი, მწვანე ჩაი, გვირილა და ბისაბოლოლი, ყველა დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტია, ტონერებში და დამატენიანებელ საშუალებებში. ასევე, ბეტა-გლუკანი არის ინგრედიენტი, რომელიც ხელს უწყობს თქვენი კანის იმუნური სისტემის მხარდაჭერას, რათა დროთა განმავლობაში ის გახდეს ნაკლებად მგრძნობიარე. სცადეთ Origins Perfect World ასაკის საწინააღმდეგო სამკურნალო ლოსიონი თეთრი ჩაით.
დამატენიანებელი fragrance-free (დილა / ღამე): როდესაც საქმე ეხება დამატენიანებლის არჩევას, დარწმუნდით, რომ იპოვეთ ის, რომელიც არ შეიცავს სინთეზურ სუნამოებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები. მოერიდეთ ალკოჰოლს და სინთეზურ საღებავებს, თუ კანი ადვილად გაღიზიანდება. სცადეთ iUNIK – Beta-Glucan moisturizer cream.
თუთიის ოქსიდის SPF (დილა): თუთიის ოქსიდის მზისგან დამცავი საშუალებები ყველაზე ნაკლებად იწვევს მგრძნობიარე კანის გაღიზიანებას. ტიტანის დიოქსიდის მზისგან დამცავი საშუალებები კარგია, მაგრამ არც ისე თავსებადია კანის საშუალო და მუქ ტონებთან, რადგან ტოვებენ თეთრ ლაქებს. სცადეთ CeraVe მზისგან დამცავი ლოსიონი SPF 50 ან Supergoop კანის დამამშვიდებელი მინერალური მზისგან დამცავი SPF 40.
გამოიყენეთ გელზე დაფუძნებული ნიღაბი, რადგან მას აქვს ბუნებრივად ცივი ტემპერატურა, რაც მისწრებაა გაღიზიანებული კანისთვის. სცადეთ Laneige Water Sleeping Mask ან Bio Calm Repair Masque, ასევე Skin Inc Pure Deepsea Hydration Mask.
მხოლოდ იმიტომ, რომ მგრძნობიარე კანი გაქვთ, არ ნიშნავს, რომ უნდა გამოტოვოთ რუტინაში ამქერცლავი საშუალებები. თუ გლიკოლის მჟავა ძალიან ძლიერია, სცადეთ რძემჟავა შრატი, როგორიცაა Goldfaden MD Fresh A Peel – ეს უფრო რბილი და უკეთესია მგრძნობიარე კანისთვის. რძემჟავაზე დაფუძნებული შრატის გამოყენება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.
დაბერებული/დაბერებისკენ მიდრეკილი
დაბოლოს, დაბერებული კანისთვის კანის მოვლისთვის თქვენი მთავარი მიზანია ნაოჭების ალაგება, მუქი ლაქების განდევნა. თქვენი კანის რუტინა მსგავსი იქნება მშრალი ტიპის კანის რუტინის, თუმცა მცირე განსხვავებებით.

დაბერებული/დაბერებისკენ მიდრეკილი კანის რუტინა:
ლოსიონის გამწმენდი (დილა / ღამე): გახსოვდეთ ყელი და კისერი: როდესაც საქმე ეხება წმენდას, დამუშავებას და მზისგან დამცავ კრემს – სწორედ ყელი/კისერი არის ადგილი, სადაც ვლინდება დაბერების პირველი ნიშნები. სცადეთ Elemis Pro-Collagen Rose Cleansing Balm
ტონერი (დილა / ღამე): ზოგიერთი ტონერი შეიცავს AHA და BHA-ს, მაგალითად
COSRX AHA/BHA Clarifying Treatment Toner ან Mizon AHA & BHA Daily Clean Toner ხელს უწყობს კანის ნაზად ამოღიავებას.
ანტიოქსიდანტური შრატი (დილა): უნდა მოძებნოთ ანტიოქსიდანტური შრატი ისეთი გამაღიავებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა ძირტკბილა და ვიტამინი C, მუქი ლაქების გასაქრობად და ფერის შეცვლისთვის. Korres Black Pine 3D Sculpting, Firming & Lifting Face Serum ავსებს წვრილ ხაზებს და ნაოჭებს პეპტიდებით, ჰიალურონის მჟავით და რესვერატროლით(აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები).
დამატენიანებელი SPF- ით (დილა): ანტიოქსიდანტური ინგრედიენტებით ტენიანობისა და მზისგან დამცავი საშუალებისთვის სცადეთ Paula’s Choice Defense Essential Glow Moisturizer SPF 30.
ფიზიკური ამქერცლავი (ღამე): ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო დელიკატური ხდება, რის გამოც ნაზი ფიზიკური აქერცვლა საუკეთესოდ მოქმედებს დაბერებულ კანზე – განსაკუთრებით თქვენს ყელზე.
რეტინოლის შრატი (ღამე): ნაოჭების სიმძიმიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყენოთ რეტინ-ა(Retin-a), რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე რეტინოლი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ რომ მის მისაღებად დაგჭირდებათ დერმატოლოგის თანხმობა და რეცეპტი.
თვალის კრემი (ღამე): ეძებეთ თვალის კრემი პეპტიდებით, რომელიც ადვილად იწოვს, მაგალითად, Skin Laundry Wrinkle Release Eye Cream.
დამატენიანებელი (ღამე): დამატენიანებელი რეტინოლით, ისევე როგორც Verso Day Cream ასწორებს წვრილ ხაზებს და ხელს უშლის მომავალი ნაოჭების წარმოქმნას.
თქვენი კანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო მშრალი გახდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ სახის მკვებავი ზეთი შეიცავს დაბერების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს, მაგალითად Sunday Riley Juno Hydroactive Cellular Face Oil შეგიძლიათ ჩართოთ თქვენს საღამოს საათებში. გამოიყენეთ კვირაში რამდენჯერმე.
ასევე, სასურველია ყოველკვირეული გლიკოლის პილინგი, როგორიცაა Ren Glycol Lactic Radiance Mask რომელიც სუფთა კანს და თქვენს სახეს გაპრიალებულს დატოვებს.