მშრალი კანი ნიშნავს, რომ შენი სახე ვერ იცავს თავს ისე, როგორც უნდა იცავდეს გარემოსგან. როდესაც კანი მშრალია, მას გარე ფენაში მცირე ზომის ბზარები უჩნდება, რაც ხელს უშლის დატენიანების სწორად შენარჩუნებას.
მშრალი კანი ზამთარშიც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ცივი და ქარიანი ამინდი, ყინვა, ტემპერატურის ცვალებადობა კანს აშრობს, რის შედეგადაც ის იქერცლება და ადვილად ნაოჭდება. არც შინ დარჩენაა გამოსავალი, რადგან გამათბობლით გამთბარი ჰაერიც აშრობს კანს, ამიტომ ოთახში, სადაც ბევრ დროს ატარებთ, სასურველია, ჰაერის ტენიანობა 40-60% იყოს.

როცა ტემპერატურა 8 გრადუსზე დაბალია, ცხიმოვანი ჯირკვლები ამცირებს ცხიმის გამოყოფას და კანი ადვილად კარგავს ტენს, ამიტომ ის ინტენსიურად უნდა დაიტენიანოთ ზამთარშიც. უმჯობესია, დამატენიანებელი დიდი რაოდენობით შეიცავდეს ცხიმსა და მცენარეულ ზეთებს. ყინვაში სასურველია, დამატენიანებელი კრემი მკვებავით შეცვალოთ – მასში წყლის შემცველობა მცირეა და კანს მოყინვა არ დაემუქრება. ყინვაში სპეციალური ქოლდკრემის გამოყენებაც შეიძლება.
13 ძირითადი რჩევა როგორ მოვუაროთ მშრალ კანს:
1. მუდამ მოიშორეთ მაკიაჟი დაძინებამდე (მაშინაც კი, თუ აპოკალიფსი ფანჯრის მიღმაა და საშინლად გსურთ დაძინება) და უმჯობესია არ გაიწმინდოთ კანი ბამბის დისკით, რადგან ის უხეშად აშორებს მაკიაჟს და იწვევს კანის გაღიზიანებას.
2. ამოიღეთ რუტინიდან ის კოსმეტიკური საშუალებები რომლებიც რეტინოლს (ისინი ძალიან აშრობენ კანს) შეიცავს. თუმცა, ზოგიერთი დერმატოლოგი მიიჩნევს, რომ არაა აუცილებელი მთლიანად ამოვიღოთ რეტინოლი რუტინიდან, უბრალოდ არავითარ შემთხვევაში დღის რუტინაში არ უნდა გამოვიყენოთ. მხოლოდ ღამის რუტინაში შეიძლება მისი გამოყენება და აუცილებლად სპეციალურად მშრალი კანისთვის შექმნილი პროდუქტის სახით.
3. არ მოიშოროთ მაკიაჟი ონკანის წყლით. მან შეიძლება გამოიწვიოს სახის გაღიზიანება, მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ მიცელარული წყალი, ჰიდროფილური ზეთი ან რძე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ სახე.
4. დასაბანი ქაფი ჩაანაცვლეთ ნაზი გამწმენდით/დასაბანი გელით. შეარჩიეთ ისეთი გამწმენდი, რომელიც მზადდება დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და არ ქაფდება. ეს პროდუქტები კანიდან აცილებს ჭუჭყს და ზეთს კანის გარე ფენის დარღვევის გარეშე.
5. მოერიდეთ სკრაბებს დიდი აბრაზიული ნაწილაკებით: მშრალ კანს სჭირდება მსუბუქი ამქერცლავები. თუ ხედავთ, რომ კანი გექერცლებათ, შეიძლება იფიქროთ, რომ სკრაბი მოგაშორებთ აქერცლილ კანს და პრობლემაც მოგვარდება, მაგრამ რეალურად კანს სჭირდება დატენიანება. სკრაბის გამოყენებით შეიძლება უფრო გააღიზიანოთ კანი, და უარესად აგექერცლებათ. თუ მაინც გინდათ, რომ გამოიყენოთ რაიმე ამქერცლავი, მაშინ გამოიყენეთ მსუბუქი ამქერცლავი საშუალება.
6. მშრალი კანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია კვება და დატენიანება. შეარჩიეთ მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებსაც შეუძლიათ დაარბილოს და დაატენიანოს კანი და ამასთან ქმნის დამცავ ბარიერს კანის ზედაპირზე.
7. ჩვეულებრივი დამატენიანებლის გარდა, რეგულარულად გამოიყენეთ ლიპიდებით და ბუნებრივი ზეთებით მდიდარი პროდუქტები (ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ღამის კრემი ან ნიღაბი). მნიშვნელოვანია კანის ღრმა დატენიანება – შრატი შესანიშნავად გაუმკლავდება ამ ამოცანას. გახსოვდეთ, რომ ნიღბებისა და შრატების გამოყენება მნიშვნელოვანია არა კრემების ნაცვლად, არამედ მათთან ერთად!
8. ნუ დაივიწყებთ თვალების გარშემო კანის მოვლას: ეს ადგილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
9. ჩაიტარეთ რუტინა დღეში ორჯერ: დილით და საღამოს, კანს აქვს სხვადასხვა საჭიროებები დღისით და ღამით.
10. დატენიანეთ კანი არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც – დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი წყალი.
11. დაიწყეთ ადრეული დაბერების პრევენცია 20-25 წლის ასაკში, ხოლო 30 წლიდან, რეგულარულად გამოიყენეთ ასაკის საწინააღმდეგო საშუალებები ასაკის შესაბამისად.
12. ყოველდღიურად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (30 spf ან მეტი). ულტრაიისფერი სინათლე და დაბინძურება იწვევს თავისუფალი რადიკალების დაზიანებას, რაც იწვევს ნაადრევ დაბერებას. განსაკუთრებით თუ მშრალი კანი გაქვთ, მნიშვნელოვანია თქვენი კანის მომზადება დღისთვის. წაისვით თქვენი მზისგან დამცავი კრემი ყოველ დილით. თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ კომბინირებული(დამატენიანებელი/მზისგან დამცავი) მზისგან დამცავი საშუალება.
13. მონაცვლეობით გამოიყენეთ სხვადასხვა სახის ნიღბები: მკვებავი, დამატენიანებელი, მატონიზირებელი, ვიტამინი და ა.შ.