info@mareli.ge(995) 577 699 799

  • ჩემი ანგარიში
00.00₾
All
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროდუქცია
  • ბლოგი
  • კონტაქტი
MareliMareli
  • პროდუქცია

შეცდომები, რომელსაც თვალის კრემის გამოყენებისას ვუშვებთ

e.chikvaidze
დეკ 23, 2020 კანის მოვლა 0 Comment

ჩვენი კანის პრობლემების უმეტესობა თვალის არესთან არის დაკავშირებული, შესაძლოა ამიტომაც არის, რომ როდესაც საქმე კანის მოვლის საშუალებებს ეხება თვალის კრემები ჩვენი რჩეულია. შავ წრეებს, შეშუპებას და კიდევ ბევრ პრობლემას თვალის კრემები აგვარებს. თვალის კრემის გამოყენება, როგორც ყოველდღიური კანის მოვლის რუტინული ნაწილი, მნიშვნელოვნად ცვლის სახის კანს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თვალის კრემის გამოყენებისას ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომებს, რაც ცუდად ან არაეფექტიანად აისახება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ასეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეგიძლიათ თვალის კრემის გამოყენების დროს.

თვალის კრემის ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენება

ადამიანების უმეტესობა თვალის ირგვლივ დიდი რაოდენობით კრემს ისვამს იმის მიუხედავად, რომ თვალების მიდამო საკმაოდ მცირეა. თვალის მიდამოს დასატენიანებლად საჭიროა ძალიან მცირე ოდენობის კრემი – ბარდის მარცვლის ზომაზე უფრო ნაკლები. დარწმუნდით, რომ თვალის კრემს იყენებთ მცირე ოდენობით. ამით ბევრად დიდხანს გეყოფათ კრემი და თან თანხასაც დაზოგავთ, რადგან თვალის კრემი სწრაფად არ დამთავრდება.

არასწორი თანმიმდევრობით გამოყენება

ყოველთვის შეამოწმეთ საჭიროა თუ არა თქვენი თვალის კრემის წასმა დამატენიანებელი კრემის დაწყებამდე ან მის შემდეგ. კანის პროდუქტების გამოყენების წესს დიდი მნიშვნელობა აქვს. წესი, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ რომელი პროდუქტი გამოიყენოთ პირველად ან რომელი თანმიმდევრობით: პირველ რიგში შეამოწმეთ მწარმოებლის რეკომენდაცია; ასევე, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ:  პირველ ეტაპზე ყოველთვის მსუბუქი პროდუქტები უნდა იქნას გამოყენებული, შემდეგ უფრო მძიმე და მდიდარი პროდუქტები.

არასოდეს გამოიყენოთ მშრალ კანზე

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ არის არა მხოლოდ თვალის კრემის, არამედ სხვა დამატენიანებლების გამოყენება მშრალ კანზე. სველ/ნესტიან კანზე თვალის კრემის წასმით კანი ბევრად დიდხანს შეინარჩუნებს ტენიანობას. ასე რომ, შემდეგ ჯერზე კრემის წასმამდე სახის გამშრალების ნაცვლად წაისვით თვალის კრემი სველ/ნესტიან კანზე.

თვალის კრემის თვალებთან ძალიან ახლოს წასმა

მიუხედავად იმისა, რომ თვალის კრემს ვისვამთ, მისი გამოყენება თვალებთან ახლოს, ქუთუთოებთან ან წამწამებთან შეიძლება საზიანო იყოს. წაისვით მცირე რაოდენობით თვალის კრემი ყვრიმალის ძვალთან, წარბების ქვეშ და ყოველთვის წამწამების ხაზისგან მოშორებით. შეეცადეთ არ მოხვდეს პროდუქტი თქვენს თვალებში.

თვალის კრემის წასმა უხეში მოძრაობით

თვალების ირგვლივ კანი სახეზე ყველაზე თხელია. არასოდეს შეიზილოთ თვალის ქვეშ თვალის კრემი უხეში მოძრაობით. ყოველთვის წაისვით რბილი, ნაზი მოძრაობით. ზედმეტად უხეში მოძრაობები იწვევს ნაოჭებსა და ხაზებს, ამიტომ ძალიან ფრთხილად იყავით თვალის კრემის წასმის დროს.

სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთის მიყოლებით სწრაფად წასმა

თვალის კრემის წასმის შემდეგ ყოველთვის მოიცადეთ ცოტა ხნით, სანამ დაიწყებთ ზემოდან მაკიაჟის გაკეთებას. არ წაისვათ თვალის კრემი სწრაფი მოძრაობებით. ძალიან სწრაფად მოძრაობა შეამცირებს თვალის კრემის ეფექტიანობას.

თვალის კრემის გამოტოვება

უმეტესობამ უკვე იცით თუ რა მნიშვნელოვანია კანის დატენიანება როგორც დღისით, ასევე ღამით. თუმცა, ხშირად გვავიწყდება თვალის მიდამოს დატენიანება. ისევე, როგორც სახის დანარჩენი ნაწილი, თვალის მიდამოსაც ესაჭიროება დატენიანება დღისითაც და ღამითაც. ასე რომ, არ გამოტოვოთ თვალის კრემის წასმა როგორც დღის რუტინაში, ისე ღამით. Benton – Fermentation Eye Cream შეუძლია შეამციროს შეშუპება და ნაოჭები, ის არბილებს და ანახლებს თვალის გარშემო სტრესულ ქსოვილს. თქვენ მხოლოდ ნაზად შეიზილეთ თვალის ირგვლივ ისე, რომ კანი დატენიანდეს.

ნუ დაელოდებით ნაოჭების გაჩენას

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ჩვენ ყველა ვუშვებთ არის ის, რომ ველოდებით ნაოჭების გამოჩენას, სანამ თვალის კრემის გამოყენებას დავიწყებთ. უნდა ვისწავლოთ მისი პრევენციის მიზნით გამოყენება, არ დაველოდოთ მუქი წრეების გამოჩენას, ან ნაოჭების წარმოქმნას. თვალის კრემის წინასწარ გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ კანი დაბერების ნიშნებისგან. გამოცდილი ექიმები გვირჩევენ თვალის კრემების გამოყენებას 25 წლის ზემოთ, ასე კანს შეუძლია გაუმკლავდეს დაბერების ნიშნებს, როგორიცაა, ლაქები, ნაოჭები და ა.შ.

© ELLI

თვალის კრემიკანის მოვლანაოჭებთან ბრძოლარუტინაშავი უპეები
Elene Chikvaidze

როგორ დავიცვათ თავი პირბადის ტარებით გამოწვეული კანის გაღიზიანებისგანPrevious post
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს?Next post

Leave your comment კომენტარის გაუქმება

<

facebookinstagram
©2020 Made with ♥ Mareli.